Wednesday, November 30, 2016

პროექტის მიზნები


  • მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას .დაეხმარება მოსწავლეს მსოფლიო კონტექტში გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი,კულტურული,ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.
  • მოსწავლე იგებს, თუ როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა-თუ იმ მოქმედებამ,როგორ შეინარჩუნონ და დაიცვან ბუნებრივი გარემო.
  • მოსწავლე შეძლებს მოაგროვოს ინფორმაცია საქართველოს ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების შესახებ.
  • მოახდენენ მოპოვებული მასალების დახარისხებას და გააკეთებენ პრეზენტირებას.
  • შექმნიან პუბლიკაციებს. 





21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

1.ინფორმაციის კლასიფიცირება ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად.
2.იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით.
   
3.ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური საფუძვლიანი ცოდნა.

4.მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების  საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუსაობისას.  

Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის. დაწვრილებით გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას.ვიმსჯელეთ კარგად ჩამოყალიბებული იდეის მნიშვნელობაზე და შევქმენით ბროშურა.

.


                                                                               

.

Friday, November 25, 2016

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები



პროექტის სათაური ფართომასშტაბიანი მცნებაა.  აქედან გამომდინარე შევარჩიეთ კონკრეტული საპროექტო თემა:"საქართველოს გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენული წყაროები"ეკოლოგიური პრობლემები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა.
 იგი გამოწვეულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობით,რომელსაც მძიმე ტრაგიკული შედეგები თან სდევს.მოსწავლეები გაანალიზებენ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს საქართველოს მაგალითზე
 ისტორიული წარსულიდან დღემდე.გამოკვეთავენ ეკონომიკის იმ დარგებს  რომლებიც მაპროვოცირებელია.