Saturday, December 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაციები.თითოეული ჩვენგანი ოპონირებას უკეთებდით ერთმანეთს.ერთმანეთისაგან მივიღეთ სწორი რჩევები პროექტის სწორად წარმართ ვისათვის.

Sunday, December 11, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ პორტფოლიოს შექმნაზე.შეფასების რუბრიკები დავდეთ ჩვენს დრაივზე.გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების შესახებ და დავასრულეთ პროექტის შაბლონზე მუშაობა.

Saturday, December 10, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დავასრულეთ მოსწავლის ნაშრომი ,დავეხმარეთ ერთმანეთს მის გამოქვეყნებაში.გავეცანით შეფასების რუბრიკას და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.

Thursday, December 8, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით საავტორო უფლებების შაბლონებს,გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს და მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაციის გამოქვეყნებას ბლოგზე.

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, December 4, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი მეტად შრომატევადი იყო.ვისწავლეთ პროექტის გეგმის შევსება
გეგმის შაბლონის შეფასება.

Saturday, December 3, 2016

სტანდარტები და ინდიკატორები

გეო.1x.3მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივიპირობები.

  • რუკისა და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს.და მოვლენებს.მათგან გამოარჩევს რეკორდული მნიშვნელობის მქონეს(ნალექიანობა,ქარიანობა, მეწყერი და სხვა)და ავსებს შესაბამის კონტურულ რუკას. 
  • აგროვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელო,მასმედია და სხვა) მსჯელობს საქართველოს ბუნებრივ კატასტროფულ მოვლენებზე.(მიწისძვრა,მეწყერი,ღვარცოფი და სხვა),გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

 გეო.1x.5მოსწავლეს სეუძლია გაანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანტროპოგენული წყაროები.

  • ეცნობა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით პრობლემებს ,გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე
  • თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს(მიზანი,ამოცანები, გადაჭრის გზები მოსალოდნელი შედეგები).
  • აღწერს საქართველოში გავრცელებულ  ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს;კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს
  • ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს,;შეუძლია საჭიროებისამებრ მათ მიმართოს.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა .გავეცანით ჩვენი პროექტიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემ კითხვებს და განვათავსეთ ჩვენს ბლოგებზე.მივეცით ერთმანეთ რჩევები.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა

  • რატომ უნდა დავიცვათ გარემო?


თემატური კითხვა

  •  როგორ შეიძლება ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკების შემცირება?
შინაარსობრივი კითხვა

  • .რა არის ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფები? .
  • .რა ზიანი მოაქვთ აღნიშნულ კატასტროფებს?
/
   

Wednesday, November 30, 2016

პროექტის მიზნები


  • მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას .დაეხმარება მოსწავლეს მსოფლიო კონტექტში გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი,კულტურული,ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.
  • მოსწავლე იგებს, თუ როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა-თუ იმ მოქმედებამ,როგორ შეინარჩუნონ და დაიცვან ბუნებრივი გარემო.
  • მოსწავლე შეძლებს მოაგროვოს ინფორმაცია საქართველოს ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების შესახებ.
  • მოახდენენ მოპოვებული მასალების დახარისხებას და გააკეთებენ პრეზენტირებას.
  • შექმნიან პუბლიკაციებს. 





21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

1.ინფორმაციის კლასიფიცირება ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად.
2.იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობით თუ სიტყვიერი ფორმით.
   
3.ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური საფუძვლიანი ცოდნა.

4.მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების  საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუსაობისას.  

Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის. დაწვრილებით გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობას.ვიმსჯელეთ კარგად ჩამოყალიბებული იდეის მნიშვნელობაზე და შევქმენით ბროშურა.

.


                                                                               

.

Friday, November 25, 2016

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები



პროექტის სათაური ფართომასშტაბიანი მცნებაა.  აქედან გამომდინარე შევარჩიეთ კონკრეტული საპროექტო თემა:"საქართველოს გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენული წყაროები"ეკოლოგიური პრობლემები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა.
 იგი გამოწვეულია ადამიანის სამეურნეო საქმიანობით,რომელსაც მძიმე ტრაგიკული შედეგები თან სდევს.მოსწავლეები გაანალიზებენ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს საქართველოს მაგალითზე
 ისტორიული წარსულიდან დღემდე.გამოკვეთავენ ეკონომიკის იმ დარგებს  რომლებიც მაპროვოცირებელია.