Saturday, December 3, 2016

სტანდარტები და ინდიკატორები

გეო.1x.3მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივიპირობები.

  • რუკისა და სხვა ინფორმაციის გამოყენებით ახასიათებს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს.და მოვლენებს.მათგან გამოარჩევს რეკორდული მნიშვნელობის მქონეს(ნალექიანობა,ქარიანობა, მეწყერი და სხვა)და ავსებს შესაბამის კონტურულ რუკას. 
  • აგროვებს ინფორმაციას (სახელმძღვანელო,მასმედია და სხვა) მსჯელობს საქართველოს ბუნებრივ კატასტროფულ მოვლენებზე.(მიწისძვრა,მეწყერი,ღვარცოფი და სხვა),გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.

 გეო.1x.5მოსწავლეს სეუძლია გაანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანტროპოგენული წყაროები.

  • ეცნობა მდგრადი განვითარების გარემოსდაცვით პრობლემებს ,გამოყოფს მათგან საქართველოსთვის აქტუალურს და მსჯელობს გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე
  • თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს(მიზანი,ამოცანები, გადაჭრის გზები მოსალოდნელი შედეგები).
  • აღწერს საქართველოში გავრცელებულ  ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს;კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს
  • ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს,;შეუძლია საჭიროებისამებრ მათ მიმართოს.

No comments:

Post a Comment